მყარი ნარჩენების კომპანიას სპეცტექნიკა გადაეცა
ბორჯომის გადამტვირთავ სადგურს სამი ერთეული ახალი, MAN-ის მარკის ნაგავმზიდი გადაეცა. აღნიშნული ბორჯომისა და ბაკურიანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვებასა და გატანას უზრუნველყოფს. მიზანი მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვისა და გატანის სერვისის გაუმჯობესებაა. ახალი ნაგავმზიდები ჩაანაცვლებს მოძველებულ ტექნიკასა და ხელს შეუწყობს ნარჩენების ეფექტიანად და შეუფერხებლად გატანას. ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა ბორჯომის გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაციის გეგმაც განიხილეს.