მწვავე დაპირისპირება ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის
უკიდურესად გაუარესებული ტრანსატლანტიკური კავშირები. ევროპა ამერიკის პრეზიდენტს საპასუხო ზომების მიღებაზე აფრთხილებს.
გრენლანდიის მხარდაჭერის გამო ევროპული ქვეყნებისთვის სავაჭრო ტარიფების ზრდის გადაწყვეტილებას ევროკავშირის მძაფრი რეაქციები და პროტესტი მოჰყვა. შეიცვალა დავოსის ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი – შვეიცარიაში ჩასული ევროპელი ლიდერები ტრიბუნასთან ძირითადად გრენლანდიის უსაფრთხოებაზე საუბრობენ, რაც ევროპა-ამერიკის ურთიერთობის კიდევ ერთ მძიმე გამოწვევად იქცა. არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპას და აშშ-ს სხვადასხვანაირად ესახებათ.