მწვანე ზონები თბილისში

21:54, 09.10.2025

მწვანე არეალების ზრდა და რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობა – მომდევნო წლებში დედაქალაქის მთავრობა მწვანე პოლიტიკის მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს. ამ მიზნით დაგეგმილია არაერთი ახალი პარკის მოწყობა და უკვე არსებული სარეკრეაციო სივრცეების განახლება. მიზანია, ერთ მოსახლეზე გათვალისწინებული მწვანე საფარის ფართობი ორჯერ გაიზარდოს და საბოლოოდ ევროპულ სტანდარტს გაუთანაბრდეს. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში დღეს თბილისში კიდევ ერთი განახლებული სკვერი გაიხსნა.

მსგავსი