„მწვანე პასტორტი“ პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება

კოვიდპასპორტის ამოქმედებასთან ერთად, არსებულ ხარვეზებზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. მისი განცხადებით, არასწორია მიდგომა, რომ „მწვანე პასპორტი“ მხოლოდ ვიზიტორებისთვისაა სავალდებულო და არა კონკრეტულ ობიექტში დასაქმებული პირებისთვის. მისი აზრით, ეს ეპიდვითარებას არ შეამსუბუქებს. შეგახსენებთ, რომ პირველი დეკემბრიდან, ყველა საკვები და კულტურულ გასართობი სივრცე მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე სტუმრებს მიიღებს. დოკუმენტი გაიცემა პირზე, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.