„მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებულები

18:47, 24.06.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, 2025 წლის კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებულები გამოავლინა.

ნომინაციებში გამარჯვებულებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, დამსახურებული წარმატება მიულოცა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ყურადღება გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში პედაგოგების როლზე გაამახვილა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვისა მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონკურსში მონაწილეობა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 200-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომლებსაც ფულადი ჯილდოები, ასევე პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები 1000 ლარიანი ვაუჩერებით და სპეციალური პრიზებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დააჯილდოვა.

კონკურსი „მწვანე ჯილდო” 2018 წლიდან ტარდება.

მსგავსი