მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგი თბილისში 

21:43, 06.10.2026

როგორ უნდა დაუპირისპირდეს კლიმატური ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს თანამედროვე მსოფლიო – გლობალურ გამოწვევასა და საპასუხო ზომებზე თბილისში მიმდინარე რეგიონული დიალოგის ფარგლებში იმსჯელეს.

საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი საქართველოა, შესაბამისად მაღალი რანგის სტუმრებს ქართული გამოცდილება გარემოს დაცვის მინისტრმა გაუზიარა. ყურადღება გამახვილდა იმ საპრევენციო მექანიზმებზე, რომლებსაც მთავრობა ბუნებრივი კატასტროფების საპრევენციოდ ნერგავს. რეგიონული დიალოგი, რომელიც სტუმრებს ევროპისა და აზიის ათეულობით ქვეყნიდან აერთიანებს, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი