მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტი

12:21, 09.07.2026

კასპიიდან ევროპამდე მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპი დაასრულა და განვითარება – განხორციელების ფაზაში გადავიდა. ინფორმაციას „კასპიან პოსტი” აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთის და რუმინეთის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წარმატებით დასრულების შემდეგ პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან რეალურ განხორციელებაზე გადადის. პასუხისმგებელ კომპანიას დაევალა დეტალური გეგმის მომზადება, რომელიც საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე იქნება საჭირო. სხდომის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ წერილს და გაუგზავნეს ევროკომისარს დან იორგენსენს. მონაწილე ქვეყნებმა დაადასტურეს ერთგულება მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მიმართ და მოითხოვეს მისი ჩართვა ევროკავშირის მნიშვნელოვან პროექტთა სიაში. გამოცემა წერს, რომ შემდეგი სხდომა ნოემბერში რუმინეთში გაიმართება.

მსგავსი