„მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამის გამარჯვებულები
„მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამას წელს 72 გამარჯვებული ჰყავს.
წარჩინებულ 32 სტუდენტს მწვანე, ხოლო 40 მათგანს აგრო სტიპენდიები გადაეცა. შესაბამისი სერტიფიკატებით სტუდენტები სოფლის მეურნეობის მინისტრმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა დააჯილდოვეს. მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამა უკვე სამი წელია ხორციელდება. მიზანი გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებებით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისებაა.