მწერალთა სახლში 18 დეკემბერს უნიკალური მასალა გამოიფინება

ხვალ მწერალთა სახლში რეზო თაბუკაშვილის მიერ მოპოვებული უნიკალური მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოფენა გაიხსნება.

წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რარიტეტული წიგნები, ჟურნალები და ფოტოები.

გამოფენაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებზეც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს სხვადასხვა კუთხეა აღბეჭდილი.

გამოფენის ნახვას მსურველები ხვალ 18 საათიდან შეძლებენ.