მწერალმა ნაირა გელაშვილმა ომბუდსმენს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო დაუბრუნა

მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო დაუბრუნა.

ტოლერანტობის ქომაგის წოდება კავკასიურმა სახლმა დაახლოებით 10 წლის წინ მიიღო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერისთვის. მისი პროტესტი გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია რუსთავი2-სთვის ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მიღებამ გამოიწვია.

ჯილდოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო გასცემს, რომელიც გადაწყვეტილებას ომბუდსმენისგან დამოუკიდებლად იღებს.

განმარტებები დღის საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.