მწერალ ზურა აბაშიძის განცხადება

მწერალ ზურა აბაშიძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდნიმე წუთის წინ დატოვა.

ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში გასაუბრებაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალური ქსელით მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ინფორმაცია გაავრცელა. აბაშიძე ასევე მიუთითებს პოლიციის მხრიდან გულგრილობასა და ზეწოლაზე. შეხვედრას დეპარტამენტში შსს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმის შესწავლა დაწყებულია. რაც შეეხება თავდასხმასთან დაკავშირებით აბაშიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 ძალადობის მუხლით დაიწყო. ამ წუთებში მას ექსპერტიზა უტარდება. შეგახსენებთ, აბაშიძის მტკიცებით, ის ჰომოფობიური ნიშნით ძალადობის მსხვერპლი გახდა.