მუზეუმების საერთაშორისო დღე

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა. მან მუზეუმის თანამშრომლებს დღევანდელი დღე მიულოცა და საზოგადოებას სამუზეუმო სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული რამდენიმე სიახლე გააცნო.

მათ შორის, სამინისტროს ინიციატივით, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. თბილისის ისტორიის მუზეუმში დაბრუნდება 2006 წელს გაუქმებული გამოფენა-ექსპოზიცია. იხსნება შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის 80-იანი წლების შენობის ორი სართული. ამასთან, სამინისტროს ინიციატივით, დღეს ფუძნდება უწყებრივი ჯილდო – საუკეთესო მუზეუმელი.