მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. დევნილის სტატუსზე უარი ჩაბუქს ლტოლვილთა სამინისტრომ უთხრა. ეს ადვოკატებმა ჯერ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს, საქალაქოს უარი კი უკვე – შემდგომ ინსტანციაში. ადვოკატებს სხვა მოლოდინი ჰქონდათ. მათ სხდომაზე მიიტანეს ახალი მტკიცებულება „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ის ანგარიში, რომელშიც საუბარია, რომ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებები ირღვევა და სწორედ ამიტომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება შესაძლოა სახიფათო იყოს.

თეონა ხუბულავა დეტალებით.