მუსლიმური სამყარო წმიდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო დღეს წმიდა მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს აღნიშნავს. დღესასწაული ქართველმა მუსლიმებმა დღეს ბათუმში ხელოვნების ცენტრში აღნიშნეს. მორწმუნეებს დასავლეთ საქართველოს მუფთმა მიმართა. მან მუჰამედ შუამავლის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა და მრევლს დღესასწაული მიულოცა. მოგვინაბეით კი სამუფთოს საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარმოადგინა.

ქართველ მუსლიმებს დღესასწაული აჭარის მთავრობის პირველმა პირებმა მიულოცეს.