მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაული თბილისში, ჯუმა მეჩეთშიც აღინიშნა, სადაც მრევლი დილით მზის ამოსვლისას შეიკრიბა და რამაზანის ლოცვა წაიკითხა.

მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირადად მიულოცა.