მუსლიმური სამყარო მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავს. თარიღის აღსანიშნად ღონისძიებები ბათუმის ხელოვნების ცენტრში დაიგეგმა. მრავალფეროვანი პროგრამა ყურანის საუკეთესო მკითხველთა გამოვლენასაც ითვალისწინებდა. ღონისძიებას საქართველოში მოღვაწე წინამძღოლები, მუსლიმი თემი, ადგილობრივი ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.