„მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

მთავრობის წინააღმდეგ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ სარჩელის არსებით განხილვა გრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოსარჩელე საბჭოთა რეჟიმის დროს რელიგიური მიმდინარეობების მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურების არსებულ წესს ასაჩივრებს.

სასულიერო სამმართველოს განმარტებით, მოქმედი წესით ქრისტიანული მიმდინარეობები, მათ შორის კათოლიკური, მართლმადიდებლური და გრიგორიანული მოხსენიებულია ცალ-ცალკე და შესაბამისად დამოუკიდებლად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან.

მუსლიმი თემის მიმართ კი, დამოკიდებულება განსხვავებულია. მათი განცხადებით, საქართველოში არსებობს ორი მუსლიმური მიმართულება, შიიტური და სუნიტური, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული პრინციპები აქვთ, თუმცა სადავო ნორმები მათ ავალდებულებს ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ და მიიღონ საერთო დაფინანსება.

მიდგომა, მოსარჩელის შეფასებით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.