შეუფასებელია პატრიარქის ღვაწლი ხალხებსა და რელიგიებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სხვა კონფესიების მიმართ განსაკუთრებულ ტოლერანტობას იჩენდა, ამაზე ის სამძიმრებიც მეტყველებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ პატრიარქის გლოვის დღეებში მიიღო. ილია მეორეს გამოემშვიდობა საქართველოს მუსლიმი თემი. ისინი სხვადასხვა რეგიონიდან არაერთხელ ჩამოვიდნენ სამებასა და სიონში. მუსლიმი თემის წარმომადგენლები იხსენებენ, როგორი პატივისცემითა და გულისხმიერებით მასპინძლობდა მათ ილია მეორე.
მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი აჭარიდან #მოამბერეგიონები