მუსიკოსებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“ – ამ სლოგანით განაგრძეს მანიფესტაცია მუსიკოსებმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა კონსერვატორიიდან კულტურის სამინისტროს მიმართულებით. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაემართნენ და, მსვლელობის პარალელურად, მოქალაქეებს სოლიდარობისა და სიჩუმის დარღვევისკენ მოუწოდებდნენ. კულტურის სამინისტროსთან შეკრებილი მუსიკოსების მოთხოვნა არჩევნების ხელახალი ჩატარება და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო.