მუსიკისა და პოეზიის საღამო საგურამოში
მუსიკისა და პოეზიის საღამო საგურამოში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 119 წლისთავს მიეძღვნა. სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლმა „დიდგორმა“, პროექტ „ამღერებული მუზეუმების“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მათ შორის მივიწყებული ხალხური სიმღერები შეასრულა. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული პოეტებიც მონაწილეობდნენ.