მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე გამოჩენილი ქართველი პიანისტი, ელისო ვირსალაძე და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით წარდგნენ. ერთკვირიანი მუსიკალური საღამოები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.