მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

21:57, 14.09.2026

კლასიკური მუსიკის საღამოები კახეთში.

სამზადისი მიმდინარეობს თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის. პროგრამა ძირითადად ახალგაზრდა მუსიკოსების გამოსვლებს მოიცავს, კულმინაცია კი ელისო ვირსალაძის ორი კონცერტი იქნება. იქნება გამოფენები, ფილმების ჩვენებები და თემატური დისკუსიებიც. ფესტივალი ცნობილმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ 42 წლის წინ დააარსა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საგუნდო კაპელის კონცერტით გაიხსნება. მუსიკალური საღამოების გარდა დაგეგმილია მასტერკლასებიც. ფესტივალის სტუმრებს ინფორმაციას მიაწვდიან კონსერვატორიაში დაცულ უნიკალურ საარქივო დოკუმენტებზეც.

თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი