მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა. ღონისძიების ფარგლებში, მიუზიკლ „კინტოს“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. სასცენო მუსიკალური დადგმა აკაკი წერეთლის პიესის მიხედვითაა შემქნილი და მაყურებელს მე-19 საუკუნის თბილისის კულტურულ გარემოს აცნობს. მიუზიკლში მთავარ როლს მომღერალი თამარ გვერდწითელი ასრულებს, დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი კი, თანამედროვე ვერსიების შემქმნელი და შემსრულებელი ნიკა ნიკვაშვილია.