დღეს ქართველი მსმენელის წინაშე, მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი წარდგება.
სუპერვარსკვლავი კონცერტს „დინამო არენაზე“ გამართავს და ქართველი აუდიტორიის წინაშე, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე გამოჩნდება. ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის 10 „გრემის“ მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია. ჯასტინ ტიმბერლეიკი კონცერტს საქართველოში, პროგრამა „სთარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში გამართავს.
დღეს დაგეგმილ ღონისძიებას ჩვენი ჟურნალისტი, თათია კუჭუხიძე დაესწრება.