მუსიკის ფესტივალი თელავში

თელავის დრამატულ თეატრში საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების დახურვისადმი მიძღვნილ საღამოზე, საფესტივალო ორკესტრთან ერთად, სტუმრების წინაშე, სოლო კონცერტით წარსდგა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, ელისო ვირსალაძე.

3-დან 13 ოქტომბრამდე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა თელავში მსოფლიო რანგის მუსიკოსებს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა 10 კონცერტი, ჩატარდა მასტერკლასებიც.

ფესტივალი უკვე ტრადიციულია და ყოველწლიურად კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.