მუსიკათერაპიის კრებული გამოიცა

საქველმოქმედო ფონდ „აი-იასა“ და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, მუსიკათერაპიის კრებული გამოიცა. სახელმძღვანელო გათვლილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთებულია სმენა დაქვეითებულ ბავშვებზე. სახელმძღვანელო მუსიკის საშუალებით, მოზარდის უნარების განვითარებას უზრუნველყოფს და ის ყველა საბავშვო ბაღს გადაეცემა.