„მუსიკალური ზაფხული – 2025“
„მუსიკალური ზაფხული – 2025“ – თელავმა გალა კონცერტს უმასპინძლა. საღამო ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მსმენელის წინაშე ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვა ქართველი შემსრულებლები წარდგნენ.
ღონისძიების რეჟისორი იყო ბაკურ ბაკურაძე. „მუსიკალური ზაფხული 2025“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. შემდეგი კონცერტები კი დაგეგმილია ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.