მუსიკალური საღამოები რეგიონებში

თელავში, ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მუსიკალური საღამო გაიმართება.

დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ. გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მუსიკალური საღამო შედგება კასპშიც. ღონისძიება 19:00 საათიდან დაიწყება, გალა კონცერტზე მაყურებლის წინაშე ჯგუფი New One წარდგება. დღესვე მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებენ თერჯოლა და მესტია.