„მუსიკალური საღამოები“ ანაკლიაში

ანაკლიაში, „მუსიკალური საღამოების“ ფარგლებში ელენე ფოჩხუას, სოფო პაპუაშვილისა და ბენდის კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ზღვისპირა კურორტზე რამდენიმე  დღეა კონცერტები მიმდინარეობს. ანაკლიაში უკვე იმღერა ჯგუფმა „ურსამ“, „ქუჩის ბიჭებმა“, მარიკა თხელიხემ და ნინი ქარსელაძემ.