მუსიკალური ფესტივალი

22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში ფესტივალი „ექოვეივსი“ გაიმართება.

ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამის მეორე ნაწილი წარადგინეს და შემსრულებლები დაასახელეს. „ექოვეივსის“ მთავარი ჰედლაინერი, ცნობილი  დიჯეი და პროდიუსერი, ნინა კრავიცი იქნება. ფესტივალის ფარგლებში ანაკლიას ასევე ესტუმრებიან სხვა ცნობილი შემსრულებლები. „ექოვეივსი“ 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მქონე   „ექსითის“ მხარდაჭერით გაიმართება.