მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“
43 წლიანი მუსიკალური ისტორია გრძელდება – მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაარსებული „ღამის სერენადების“ ბორჯომიდან დაიწყება. ტრადიციად ქცეული მუსიკალური ფესტივალის პროგრამა წელსაც მრავალფეროვანია. მსმენელის წინაშე როგორც ქართველი, ისე უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან. ჯამში კონცერტები საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება და 11 ოქტომბერს დასრულდება.