მუსიკალური ფესტივალი და პიანისტთა კონკურსი ბორჯომში

18:46, 26.10.2026

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. ფესტივალი 21 ოქტომბერს საზეიმო კონცერტით გაიხსნა, 25 ოქტომბერს კი, დასკვნითი ღონისძიებით დაიხურა, რომელზეც კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ. ფესტივალის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონკურსში, 6-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პიანისტები, ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობდნენ. კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი პიანისტები – დმიტრო ჩონი და ლორენცო დი ბელა, ასევე კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ ლიჩელი შედიოდნენ.

მსგავსი