მუსიკალური ფესტივალი 

დღეიდან ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, დავით ევგენიძის მიერ დაფუძნებული მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი „თბილისი“ იწყება.

ორდღიანი ფესტივალი „მზიურში“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო დღეს, მაყურებლის გარეშე სპორტის სასახლეში გაიმართება და საქართველოს პირველი არხის ვებ გვერდზე 1tv.ge-ზე. ლაივსტრიმით გადაიცემა. საღამოს მონაწილეები იქნებიან დავით ევგენიძე ბენდთან ერთად, „ნიუ ვანი“, „სალიო“, ნოდარიკო ხუციშვილი და მისი ბენდი, ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად, „იანგ ჯორჯინ ლოლიტაზ“, ტუსია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე, დიჯეი გროტესკი და სხვა ცნობილი მუსიკოსები. კონცერტის მონაწილეები საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილ ჰიტებს და სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ნაწარმოებებს შეასრულებენ. ტრანსლაცია პირველი არხის ვებ გვერდზე 19 საათზე დაიწყება, მაუწყებლის ეთერში საღამოს სრული ჩანაწერი კი ოქტომბერში გავა.