საბერძნეთში, „მარია კალასის“ ოლიმპიურ დარბაზში ქართული გალა კონცერტი – „მუსიკალური ბათუმი ათენში“ გაიმართა.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები აჭარის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და სოლისტებმა მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით შეასრულეს. ღონისძიებას 48 ქვეყნის ელჩი და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, ლევან ბერიძე, ათენის მერიის გენერალური მდივანი, ვასილის ბოკოსი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.