„მუსიკალური ბათუმი - 2025“

მსოფლიო პოპულარული მუსიკა“- ამ სახელწოდებით, ბათუმში სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.  შემოქმედებით საღამოზე დავით მუქერიას დირიჟორობით შესრულდა მსოფლიო კინო-მუსიკა. ასევე აჟღერდა ვიქტორ დოლიძის „ბაღდადური“. კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის, „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში მოეწყო. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებს აერთიანებს და მისი მიზანი რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენაა.

„მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში გაიმართა შემოქმედებითი საღამოც. ღონისძიება პოეტისა და პროზაიკოსის, ფრიდონ ხალვაშის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში ლიზა ბაგრატიონი, ნანული აბესაძე, მურმან ჯინორია, ბექნუ ქაფიანიძე და ნინო გულიაშვილი მონაწილეობდნენ. საღამოს წამყვანმა, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ბათუმის დაარსების ისტორიაზე ისაუბრა.