მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია

გოჩა აბულაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

ალბომში სახელწოდებით „აბული“, შესულია ათი კომპოზიცია, მათ შორის არაერთი ცნობილი და პოპულარული სიმღერა. ლიცენზირებული პროდუქტი ჩაწერილი და დამზადებულია „ბრავო რექორდსში“. გოჩა აბულაძე ოპერის მომღერალია, რომელიც წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს. მომღერალი ათამდე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.