„მუშკეტერის თბილისის“ პრემიერა

ძველი თბილისის ხედებსა და ადგილებს, რომელსაც მე-19 საუკუნეში ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა სტუმრობდა, ამჯერად მაყურებელი დიდ ეკრანზე იხილავს. „მუშკეტერის თბილისი“ – ასე ჰქვია სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ-მხატვრულ ფილმს, რომელიც რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ, ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების „მოგზაურობა კავკასიაში“, მიხედვით შექმნა. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ნიკა ქაცარიძე ასრულებს. მისთვის, სამწუხაროდ ეს უკანასკნელი როლი აღმოჩნდა. მსახიობი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. სრულმეტრაჟიანი კინოსურათის პრემიერა 14 თებერვალს გაიმართება.