მუშაობა საარჩევნო სიაზე

მმართველი პარტია საარჩევნო სიას სექტემბერში წარადგენს. არჩილ თალაკვაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, სიაში თანაბრად ჰქონდეთ ადგილი დათმობილი როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. გუნდი ახალი სახეებით განახლდება.

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე – პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მასთან თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობდა, თუმცა, ის საპარლამენტო სიაში დიდი ალბათობით არ იქნება.