მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციებზე

როდის და როგორ გატარდება ევროკომისიის მიერ დასახელებული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად აუცილებელი რეფორმები?! შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში კეთდება. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს უკვე 2024 წლის ბოლოს აქვს შანსი გადავიდეს გაწევრიანების მოლაპარაკებაზე. მმართველ გუნდში ყურადღებას მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ამახვილებენ და მზად არიან ოპოზიციასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ერთობლივად იმუშაონ. პოზიცია მსგავსია ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში, თუმცა ორივე მხარე აღნიშნავს, რომ ოპონენტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.