მუშაობა აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლზე

მშობლების საპროტესტო აქციების ფონზე ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლზე მუშაობა დაიწყო.

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომელიც პედიატრებს, ენდოკრინოლოგებსა და გენეტიკოსებს აერთიანებს, ახლა მსჯელობს, როგორ მართონ სხვადასხვა ასაკის პაციენტები მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებებით. გეგმის თანახმად, სამკურნალო გაიდლაინში სხვა სერვისებთან ერთად ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული წამალი „ვოზორიდიტიც“ უნდა შეიტანონ, რომლის დაფინანსებას შესაბამისი სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფოს სთხოვენ და მეორე კვირაა, აქციებს მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა შესაძლო გვერდით ეფექტებზე ჯერ კვლევების დასრულებას ელოდება, საბჭო შეთანხმდა, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებით „ვოზორიდიტით“ მკურნალობის პროტოკოლი მაინც მომზადდეს. საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ მთავრობას „ვოზორიდიტის” შემქმნელ კომპანიასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.