სათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცის სასამართლო სხდომა გაიმართა.
მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. პროკურატურის მტკიცებით, მუსელიანცის ქმედების შედეგად მიყენებული ზარალი 500 ლარს აჭარბებს. ბრალს არ ეთანხმება თავად ბრალდებული. დაცვის მხარის თქმით, საქმეში არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რაც მუსელიანცის ბრალეულობას დაამტკიცებს. არჩილ მუსელიანცი პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.
მომდევნო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელება