მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო გვიან ღამით დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს თანხა გადაიხადა. ზოდელავას სასამართლომ 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ოპოზიციონერს ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.