მურმან ლებანიძის ექვსტომეული

მურმან ლებანიძის მთელი შემოქმედება ექვსტომეულად იქცა.

გამოცემის შემდგენელი პოეტის მეუღლეა, რომელიც წლების განმავლობაში მწერლის მუზა იყო. ელენე ჭავჭავაძემ ლექსების გარდა ექვსტომეულში პოეტის პუბლიცისტიკა და კოლეგების და მეგობრების მიერ მასზე დაწერილი მოგონებებიც შეიტანა. წიგნები მხატვრულად გოგი წერეთელმა გააფორმა – ადამიანმა, რომელიც მურმან ლებანიძის თითქმის ყველა პოეტური კრებულის მხატვარი იყო.