მურმან დუმბაძე გირგვლიანის რეზონანსულ საქმეზე

მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება მურმან დუმბაძე.

2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პოლიტიკოსს ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციის ნაწილიც აკრიტიკებს. დუმბაძეს მოკლულის ხსოვნის შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობილ გადაწყვეტილებას ახსენებენ. რეზონანსულ საქმეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შერყევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, 16 წლის შემდეგ დუმბაძე განსხვავებულად წარმოაჩენს და ამბობს, რომ გირგვლიანი არა მოკლული, არამედ გაქცევის შედეგად გარდაცვლილია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შარდენ-ბარის ცნობილი სუფრის წევრებთან სანდრო გირგვლიანის არასწორ საქციელზეც საუბრობს და მორალურად მართლებად აცხადებს დამნაშავე ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ბანკის 27 წლის თანამშრომელი მეგობართან ერთად ოქროყანის სასაფლაოზე აწამეს.