მუქარა პოლიციის მიმართ

აქციის მსვლელობისას პოლიცია დღესაც მუქარის შემცველი გზავნილების ადრესატი გახდა.

ამჯერადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აქტიურობდა. გიგი უგულავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების სახელების და გვარების და ფოტოების გასაჯაროება დააანონსა, პოლიციელებს დღეს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა უწოდა. იყო სხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც. უგულავამ სამართალდამცავებს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და სამსახურების დაკარგვის საფრთხეზე მიუთითა.