მუქარა პოლიციელებისა და მედიის წინააღმდეგ

მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების მთავარი გზავნილი პოლიტიკური სიტუაციის დროულად განმუხტვა და პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკის შერბილებაა, პოლიტიკურ სპექტრში მაინც ისმის მუქარის შემცველი მოწოდებები და ინიციატივები.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავების სახელების, გვარების და ფოტოების საჯაროდ გამოკვრას აანონსებენ. იგივე გეგმა აქვთ პროკურორების და მოსამართლეების მიმართაც. ანალოგიური გზავნილი გაისმა წინა კვირას მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშიც, რა დროსაც უკრაინის მოქალაქე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციას სამართალდამცავების სახლებში მისვლისკენ მოუწოდა. „მწვავე პროტესტს მოაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა“, – ამ მიდგომით ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები პროტესტის სხვადასხვა ფორმის გამოყენებას, აქციებს და პიკეტებს გეგმავენ „ქართული ოცნების“ დეპუტატების და მაღალჩინოსნების შეხვედრებზეც და მათ წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე მუშაობის დაწყებას აანონსებენ.

დატოვე კომენტარი