მუნის შემთხვევები
მუნის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით, დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემდეგ, მოსახლეობას სიმშვიდისკენ განათლების სამინისტროც მოუწოდებს. როგორც განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აცხადებს, სკოლებმა იციან, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, რა ზომებს უნდა მიმართონ. კერძოდ, ისინი მყისიერად მიმართავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს, რომლების შესაბამის რეაგირებას მიმართავენ. მანამდე იგივე თემაზე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. მისი თქმით, მუნი ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და მატება არ შეინიშნება. იმნაძე ასევე აცხადებს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.