მუნის შემთხვევები – სპეციალისტების პროგნოზები
კანის ინფექციური დაავადების, მუნის შემთხვევებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი.
მიხეილ სარჯველაძე საზოგადოების რეაქციას გადაჭარბებულს უწოდებს და აცხადებს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება არ ფიქსირდება და ქვეყანაში საგანგაშო არაფერი ხდება. მინისტრის პოზიციას იზიარებენ ექიმებიც. მედიკოსების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ინფექციასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო, კლინიკებისადმი მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა მუნი იშვიათ შემთხვევებში დასტურდება.
მარიამ აფციაური გვეტყვის რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას და როგორია მისი თავიდან არიდებისა და მკურნალობის გზები.