ქვეყანაში მუნის შემთხვევები ფიქსირდება. „კანისა და ვენ-სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის“ დერმატო-ვენეროლოგის განცხადებით, მუნის შემთხვევების გარკვეული მატება აქვთ, თუმცა, მისივე განმარტებით, მდგომარეობა პანიკის საფუძველს არ იძლევა. მუნი ეს არის პარაზიტული დაავადება, რაც მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით გადადის. ექიმის ინფორმაციით, დაავადების მკურნალობა მარტივია, პროფილაქტიკისთვის კი – მნიშვნელოვანია მოვერიდოთ ინფიცირებულთან კონტაქტს. ასევე, სხვისი ტანსაცმლის, თეთრეულის და რბილი საგნების გამოყენებას. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს არამარტო დაავადებულს, არამედ მის ყველა ოჯახის წევრს. ასევე, ვისთანაც მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან.