მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა რუსთავში

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა. ევრო 6-ის სტანდარტის 70 ერთეული ავტობუსი, მგზავრებს 4 სხვადასხვა მიმართულებით გადაიყვანს. რუსთავიდან დიდუბის მეტრომდე მიმავალ მარშრუტზე რუსთავის ავტობუსი, დედაქალაქში გასავლელი გზის 70% ზე მეტს ბასლაინზე იმოძრავებს. ახალი ავტობუსები ოთხ ახალ და მეხუთე, უკვე არსებულ ისნის მიმართულებაზე ივლის.